• განხორციელებული პროექტები

დაარსების დღიდან, ორგანიზაციას განხორციელებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მოზარდების ფსიქო-სოციალურ ინტეგრაციასა და საზოგადოებაში ინტეგრირებაზე, მათი უფლებების პოპულარიზაციასა და დაცვაზე მიმართული მრავალი პროექტი.

ქვემოთ წარმოგიდგენთ ბოლო წლებში განხორციელებული პროექტების მოკლე აღწერილობას.

• 2006 – 2008 წწ.

”სასწავლო ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდებისათვის” - დააფინანსა ფონდმა ”გლობალური ფონდი ბავშვებისათვის” (აშშ) - პროექტის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდებს კვირაში ორჯერ უტარდებოდათ უცხო ენისა და კომპიუტერზე მუშაობის გაკვეთილები, ბენეფიციარებთან მუშაობდა ფსიქოლოგი. გაცემული იქნა მატერიალური დახმარება ბენეფიციართა სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების შესაძნად.

”ინკლუზიური განათლება - ახალი შესაძლებლობები, ახალი მიდგომები” - დააფინანსა ფონდმა ”ევრაზია” - პროექტის ფარგლებში, ქ. თბილისისა და ბათუმის საჯარო სკოლების პედაგოგებისათვის ჩატარდა ტრენინგები ინკლუზიური განათლების საკითხებზე; ორგანიზებული იქნა შეხვედრა-სემინარი მასმედიის წარმომადგენლებისათვის, დაიბეჭდა და გავრცელდა საინფორმაციო ბუკლეტი ”ტერმინები, იარლიყები, სტერეოტიპები”. გადაღებული იქნა და პროექტის მიმდინარეობის პერიოდში სატელევიზიო ეთერით გადაიცემოდა სოციალური ვიდეო-კლიპი ”ჩვენ ერთად ვართ, ჩვენ ერთად ვსწავლობთ”.

”პაციენტიდან მოქალაქემდე” - დააფინანსა გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტმა - პროექტის ფარგლებში, ჩატარდა ტრენინგები ქ. თბილისსა და ქ. ბათუმში მოქმედი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის; დაიბეჭდა და გავრცელდა ბროშურა ”პაციენტიდან მოქალაქემდე”, პლაკატი ”ინვალიდობა არის გარემოში და არა ადამიანში” . ქართულ ენაზე ითაგრმნა, გამოიცა და გავრცელდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ, 2006 წლის 13 დეკემბერს მიღებული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეკლარაცია, /იხ. პუბლიკაციები/

”განათლება საზღვრებს გარეშე” - დააფინანსა ფონდმა ”ღია საზოგადოება საქართველო”. პროექტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან პარტნიორობით, ჩატარდა საერთაშორისო სემინარი ინკლუზიური განათლების საკითხებზე. სემინარში მონაწილეობა მიიღეს წარმომადგენლებმა ბანგლადეშიდან, იორდანიიდან, უგანდიდან.

”ვისწავლოთ ერთად” - დააფინანსა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ. პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები ინკლუზიური განათლების საკითხებზე, ქ. თელავის, ზუგდიდის და ბათუმის საჯარო სკოლების პედაგოგებისათვის.

”ინკლუზიური განათლებისადმი კეთილგანწყობილი გარემოს შემქნა” - დააფინანსა ფონდმა ”ღია საზოგადოება საქართველო” - პროექტის ფარგლებში, ქ. თბილისის ინკლუზიური განათლების დანერგვის ათ პილოტურ სკოლაში ჩართული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა მონაწილეობით, ჩატარდა ინკლუზიური განათლების პოპულარიზაციაზე მიმართული პიარ-კამპანია: ორგანიზებული იქნა აქცია ”გავიცნოთ ერთმანეთი”; თემატური სურათებით მოიხატა ქ. თბილისის მე-60 საჯარო სკოლის კედელი.

”სასწავლო- შემეცნებითი ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდებისათვის” - დააფინანსა ფონდმა ”გლობალური ფონდი ბავშვებისათვის” (აშშ) - პროექტის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდებს კვირაში ორჯერ უტარდებოდათ უცხო ენისა და კომპიუტერზე მუშაობის გაკვეთილები; ბენეფიციარებთან მუშაობდა ფსიქოლოგი. ორგანიზებული იქნა გასვლითი ღონისძიებები. პროექტის ბენეფიციარების მიერ დაფუძნდა და ოფიციალურად დარეგისტრირდა ახალგაზრდული ორგანიზაცია ”მომავლის გზა”.

 

 

გვერდი შქმნილია ”გლობალური ფონდი ბავშვებისათვის” ფინანსური მხარდაჭერით 2008 წ.  

 

© 2008 Tanadgoma, Inc. All rights reserved. By K.Sakanelashvili