”დღეს ბავშვები, ხვალ მომავალი” - დაფინანსებულია ფონდ ”ღია საზოგადოება საქართველო”-ს მიერ. პროექტის მიზანია ინკლუზიური განათლების პოპულარიზაცია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში: ჩამოყალიბდა რეგიონში ინკლუზიური განათლების საკოორდინაციო ჯგუფი; მომზადდა, დაიბეჭდა და გავრცელდა საინფორმაციო ბროშურა ”ფსიქიკური განვითარების დარღვევების მქონე ბავშვების და მათი განათლება”; ჩატარდა ქ. ბათუმის # 6 სკოლის მასწავლებელთა ტრენინგები; შეფასებული იქნენ სკოლაში ჩართული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, მომზადდა მათი ინდივიდუალური სასწავლო გეგმები (ისგ). ამჟამად მიმდინარეობს ისგ-ს განხორციელების მონიტორინგი.
”ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვები და სკოლები” - დაფინანასებულია “ვორლდ ლერნინგი”-ს მიერ. პროექტის მიზანია საზოგადოებას, მშობლებს, პედაგოგებს მიაწოდოს ინფორმაცია ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის შესახებ. ქ.თბილისის ათ სკოლაში ჩატარდა მასწავლებელთა გამოკითხვა მათი ინფორმირებულობის ხარისხის შესასწავლად; მომზადდა და გამოიცა საინფორმაციო ბუკლეტი ”რა უნდა ვიცოდეთ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის შესახებ” და ბროშურა ”ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვები სკოლა და ოჯახი”. /იხ. პუბლიკაციები/; ჩატარდა ორდღიანი სემინარი საჯარო სკოლების პედაგოგებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების პრობლემატიკაზე მომუშავე სპეციალისტების მონაწილეობით. (დასრულებული)
”სასწავლო-შემეცნებითი ცენტრი იძულებით გადაადგილებული ბავშვებისა და მოზარდებისათვის” - დააფინანსა ფონდმა ”გლობალური ფონდი ბავშვებისათვის” - პროექტის ფარგლებში, ორგანიზაციამ შეიძინა დამატებითი კომპიუტერული ტექნიკა; იძულებით გადაადგილებული ბავშვების ჯგუფს (20 მონაწილე) კვირაში ორჯერ უტარდება უცხო ენისა და კომპიუტერზე მუშაობის გაკვეთილები; ბენეფიციარებთან მუშაობს ფსიქოლოგი. ბენეფიციარებს გაეწევათ დახმარება სამედიცინო მომსახურებისათვის და მედიკამენტების შესაძნად.
გვერდი შქმნილია ”გლობალური ფონდი ბავშვებისათვის” ფინანსური მხარდაჭერით 2008 წ.