|
ორგანიზაცია თავის საქმიანობას წარმართავს შემდეგი მიმართულებებით:
- კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვის;
სხვადასხვა დონორის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, ორგანიზაციაში ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა. ბენეფიციარებს უტარდებათ გაკვეთილები სასკოლო საგნებსა და უცხო ენაში, ისინი ეუფლებიან კომპიუტერზე მუშაობას; ტარდება ექსკურსიები, გასვლითი ღონისძიებები თეატრში, გასართობ ცენტრებში, კონოთეატრებში.
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ჩართვის ხელშეწყობა;
ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს ქ. თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლებთან. დონორი ორგანიზაციების დახმარებით, სკოლებში ახორციელებს პილოტურ პროექტებს; ატარებს საინფორმაციო შეხვედრებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლებთან, აწვდის მათ ინფორმაციას მათი შვილების უფლებებისა და საქართველოში ინკლუზიური განათლების დანერგვასთან არსებული მდგომარეობის შესახებ.
- ტრენინგებისა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისათვის;
ქ. თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლების პედაგოგების, მშობლებისა და სკოლის მოსწავლეებისათვის ატარებს ტრენინგებს ინკლუზიური განათლების საკითხებზე; ადგილობრივი მმართველობის, სახელმწიფო სტრუქტურებისა და მასმედიის წარმომადგენლებისათვის ატარებს შეხვედრა-სემინარებს შეზღდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე.
- ინკლუზიური განათლების პოპულარიზაცია;
ინკლუზიური განათლების პოპულარიზაციასთან დაკავშირებით, ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან; ამზადებს და დაინტერესებულ სამიზნე ჯგუფებში ავრცელებს თემატურ ბუკლეტებს, ბროშურებს, პლაკატებს; ატარებს ტრენინგებსა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე მიმართულ აქციებს.
- ჰუმანიტარული აქციების განხორციელება;
საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და კერძო პირების დახმარებით, ბენეფიციარებს პერიოდულად აწოდებს საინვალიდო ეტლებს, საყოფაცხოვრებო, ყოველდღიური მოხმარების საგნებსა და მედიკამენტებს.
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტერესებისა და უფლებების დაცვა;
თანამშრომლობს რა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემატიკაზე მომუშავე ორგანიზაციებთან, ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად მონაწილეობს აღნიშნული თემისადმი მიძღვნილ ყველა ღონისძიებაში (კონფერენცია, სემინარი, აქციები), როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.
|