”ჩვენ გვსურს დავძლიოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური გაუცხოება და ხელი შევუწყოთ მათ საზოგადოებაში ინტეგრირებას”
ბიბლიოთეკა ”თანადგომა” დაარსდა 1999 წელს, ფონდ ”ღია საზოგადოება საქართველო”-ს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. 2001 წლის 15 თებერვლიდან იგი რეგისტრირებულია როგორც არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია .........
ორგანიზაცია თავის საქმიანობას წარმართავს შემდეგი მიმართულებებით:
-- კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვის;
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ჩართვის ხელშეწყობა;
- ტრენინგებისა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისათვის;
- ინკლუზიური განათლების პოპულარიზაცია;
- ჰუმანიტარული აქციების განხორციელება;
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტერესებისა და უფლებების დაცვა;
გვერდი შქმნილია ”გლობალური ფონდი ბავშვებისათვის” ფინანსური მხარდაჭერით 2008 წ.